რეზონანსი
23.08.2017

 (რეზონანსი) დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიგი გიგიაძის ინფორმაციით, ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.

როგორც ელჩი აცხადებს, გადაწყვეტილება, ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას მიუთითებს, რაც პარტნიორების მხრიდან აღიარებულია.

გიგიაძის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ისლანდიური მხარე საქართველოს მოქალაქეები განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ აღარ დააკმაყოფილებს და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში, რამდენიმე დღეში მათ სამშობლოში დააბრუნებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვინაიდან ისლანდიის რესპუბლიკა შენგენის ასოცირებულ ქვეყანას წარმოადგენს, ინფორმაცია დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ შენგენის ერთიან საინფორმაციო სისტემაში დაუყოვნებლივ აისახება და დეპორტირებული პირები სანქციებს დაექვემდებარებიან, რაც მათ შორის, მნიშვნელოვან ფულად ჯარიმას და შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას 5 წლამდე ვადით, გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×