რეზონანსი
23.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ტყეში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს. ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მის ფეისბუქ გვერდზე სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი წერს.

როგორს შსს-შ ამბობენ, ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში ტყეში ბიდონის აღმოჩენის საკითხზეც მოხდა რეაგირება.

„დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა. შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში", - წერს სინჯიკაშვილი და აღნიშნულის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×