რეზონანსი
23.08.2017

 (რეზონანსი) ატენის ხეობაში ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 2 ჰექტარი მიწის ფართობია დამწვარი.

ძლიერ ცეცხლს ატენის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ცეცხლი ზემო ბოშურის მიმდებარე ტყეში გუშინ საღამოს გაჩნდა. მისი ჩაქრობა რთული რელიეფისა და ძლიერი ქარის გამო გაძნელა, თუმცა ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

სალიკვიდაციო ღონისძიებებში თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე ისევ რჩება. ამ წუთებში კერების განადგურება და დამწვარი ხეების მოჭრა მიმდინარეობს. ჯარისკაცები მონიტორინგს ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×