რეზონანსი
23.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომლის მოწვევა სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას უკავშირდება, დღეს 15:00 საათზე გაიმართება.

რიგგარეშე სხდომის მოწვევამდე, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში 14:00 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი ერთადერთი საკითხია, რომელიც ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის შედეგად გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფებისა და ტექნიკის გამოყენებას ეხება.

უმრავლესობა აცხადებს, რომ მთავრობას სამხედრო ძალების გამოყენების ნებართვას მისცემს.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გუშინ მიმართა. პრეზიდენტმა შესაბამისი აქტი უკვე გამოსცა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×