რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ბოლო დღეებში მეწყერული მონაკვეთი გააქტიურდა, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, გზის მიმდებარედ გამოფიტული და ეროზირებული მეწყრული ფერდობიდან, გზის სავალ ნაწილზე სისტემატიურად მიწა-კლდოვანი ჩამონაშალი ჩამოდის, რომლის ნაწილიც მდინარის კალაპოტში ჩადის, არსებულმა მეწყრულმა პროცესებმა მდინარის ნაწილობრივ შეგუბება გამოიწვია და წყლის დონის მატების შედეგად გზის ორი მონაკვეთი დაიტბორა.

ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და დამატებითი მანქანა-მექანიზმების მობილიზება დაწყებულია, რათა უმოკლეს ვადებში გზის გაწმენდა მოხდეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას სთხოვს, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისას ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოთ და ავტომანქანები ქვის ცვენის ადგილებში არ გააჩეროთ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×