სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2017

     (რეზონანსი) თათია დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. მან სამმართველოში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

    თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით თათია დოლიძეს საგამოძიებო უწყებისთვის თავად არ მიუმართავს.

    თათია დოლიძემ ე.წ ქართველთა მარშთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც აქციის ორგანიზატორების და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან ასევე „facebook"-ში მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა.

    სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, 120-დან 180 საათამდე ვადით, ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter