სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2017

     (რეზონანსი) სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული თაფლის 18-დან 3 ნიმუშში დარღვევა აღმოჩნდა. უწყების ცნობით, ქართულ თაფლში დარღვევები წლიდან წლამდე იკლებს.

    „2013 წლიდან დღემდე გამოკვლეულია თაფლის 369 ნიმუში, მათ შორის დარღვევა გამოვლინდა 82 ნიმუშში (22%). 2016 წელს დამატებით განხორციელდა 18 ნიმუშის აღება ლაბორატორიული კვლევისთვის. დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 3 ნიმუშში" , - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

    მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულებას აგრძელებს.

    2013 წლიდან დღემდე გაწეული მუშაობის შედეგად, ევროკომისიამ აღიარა საქართველოს მიერ წარმოდგენილი მონიტორინგის გეგმა და საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთაც უფლება აქვთ განახორციელონ თაფლის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში" , - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter