სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2017

     (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, წელს შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების ხშირი გამორიყვა დაფიქსირდა, რაც შესაძლოა, დელფინების მორბილვირუსული ინფექციის გამო ხდება.

    გარემოს ეროვნული სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს,რომ გამოიჩინონ სიფრთხილე და ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს არ შეეხონ.

    „2017 წელს, განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა. მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153" , - ნათქვამი გარემოსდაცვითი უწყების განცხადებაში.

    ორი დღის წინ, გონიოში, ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

    „ბოლო 3 დღის განმავლობაში უკვე მეორედ, გონიოს სანაპიროზე დამსვენებლებმა მკვდარი ზღვის ბინადარი თითქმის გახრწნილ მდგომარეობაში ამოიტანეს ზღვიდან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე შემთხვევაში იყო დელფინი და ისინი დაბინძურებული წყლისგან დაიხოცნენ" , - წერს „ფეისბუქის" მომხმარებეი ნათია გოცაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter