სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.06.2017

     (რეზონანსი) „ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით „პატრიარქის ფონდის" მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე მეუფე პეტრესთან პირდაპირ ეთერს და დებატებს კიდევ ერთხელ ითხოვს.

    ანდრიაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმე „შეკერილია", რადგან გამოძიებამ საქმე სასამართლოს ისე გადასცა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდის შეძენის ფაქტი არ უდასტურდება.

    „ვთხოვდი ტელევიზიებს, რომ პირდაპირ ეთერში მოეწვიათ მეუფე პეტრე, ან მისი წარმომადგენელი, ადვოკატები ან ვინმე სხვა და გვემსჯელა ციანიდის საქმეზე. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ეს საქმე არის „ხაფანგი" ეკლესიის წინააღმდეგ. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ციანიდი ამ საქმეში არ ფიგურირებს ანუ, მამა გიორგის სასამართლოზე გამართლება ელოდება და ამის ფონზე მეუფე პეტრეს - გამარჯვება. გამოძიებამ საქმე სასამართლოს ისე გადასცა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ ციანიდის შეძენის ფაქტი ვერ დააფიქსირა. გამოდის, რომ საქმე „შეკერილია". ჩანაწერებში ციანიდის გადაცემის ფაქტი არ დასტურდება. თუ საქართველოს სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ გაამართლა, მაშინ მას ევროპის სასამართლო გაამართლებს, როგორც ეს ტელეკომაპანია „რუსთავი 2"-ის შემთხვევაში მოხდა", - განაცხადა ანდრიაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter