სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.06.2017

     (რეზონანსი) „მე მომეწონა თავდაპირველი ინიციატივა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ღია ეთერით მომხდარიყო" - აღნიშნულის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    ჯეჯელავას თქმით, ღია ეთერში შეხვედრა ნათელს გახდიდა, თუ როგორ ცდილობენ და რამდენი ძალისხმევა უწევთ კონსესუსის მიღწევისთვის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს შესთავაზა, კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში, ერთად იმსჯელონ.

    ამის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვის ინიციატივით გამოვიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter