სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.06.2017

     (რეზონანსი) დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის კოტე სულამანიძის ცნობით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ კანონპროექტი უკვე შემუშავებულია.

    „ორგანიზატორები, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მართვას ახდენენ, კერძოდ, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სტადიონები, კინოთეატრები და ა.შ., ვალდებული იქნებიან, რომ თავისი ადგილი დააზღვიონ. რადგან თუ ამ ობიექტზე რამე მოხდება ისეთი, რაც მათი ბრალეულობით არის გამოწვეული და ზიანი მიადგებათ იმ ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს, ქონების თუ ჯანმრთელობის დაზიანების სახით, ორგანიზატორი დაცული იყოს, რომ ჩივილის შემთხვევაში თანხების გადახდა მას არ მოუწიოს. ასევე, თავის მხრივ მომხმარებელიც დაცული იყოს და რა ზიანიც მიადგა, აუნაზღაურდეს", - აცახდებს სულამანიძე.

    მისივე თქმით, იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან სადაზღვევო პოლისი შეიძინონ, მთავრობა დაადგენს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter