რეზონანსი
17.05.2017

 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2016-2017 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს სწავლის პერიოდში ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს. პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება დღეიდან 20 ივნისამდე გაგრძელდება.

განაცხადების შევსება თბილისში,დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, მისამართზე - თამარაშვილის ქ. N15ა მიმდინარეობს. სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge სკანირებული განაცხადის გამოგზავნაც შესაძლებელია.

განაცხადს უნდა ერთვოდეს:

1. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

2. დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლის მითითებით;

4. განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

5. ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია).

კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცნობა, ფორმა N100 და ა.შ.

ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. რეგისტრირებული იყოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდეს დევნილის აქტიური სტატუსი;

2. სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

3. სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იყოს 2016-2017 წლებში.

2017 წელს პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 140 000 ლარი გამოიყო. თუ ფინანსები ყველა განაცხადის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იქნება, უპირატესობა სოციალურად დაუცველ დევნილებს მიენიჭებათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×