რეზონანსი
17.05.2017

 თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები - დათვები და მგლები არიან. ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. გახსნის ოფიციალური ცერემონია 18 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება. ვოლიერის ფართობი 1 ჰა-ზე მეტია. ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია 4 მგელი და 3 დათვი.

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორია 5 ჰა-ია, თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ტერიტორიის ფართობი კი 48 ჰექტარია და საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა. ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით და არხებით შემოისაზღვრება, ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან იქნება მიმსგავსებული.

„დატყვევებულ დათვებს კერძო პირებთან, ან სხვადასხვა დაწესებულებაში, აუტანელ პირობებში უწევთ არსებობა. ახალ ვოლიერში დაახლოებით 10 მათგანს შევიფარებთ და დავიხსნით გაუსაძლისი ყოფისგან" , - განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმებს და ნიამორებს გადაიყვანენ.ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე, ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×