რეზონანსი
17.05.2017

 საქართველოს საგარეო უწყება ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის მიმართ მილოცვას ეხმაურება. მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას თქმით, მსგავსი განცხადებები ევროკავშირის მხრიდან დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.

„ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და გაუგებარია" , - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

როგორც დავით დონდუამ განმარტა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი განცხადებები არაერთხელ გაჟღერებულა და ამ მხრივ მისი პოზიცია არ შეცვლილა.

„როდესაც ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ე.წ. არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი, ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა და დაგმო რუსეთის ფედერაციის ეს პროვოკაციული ქმედება. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება" , - განაცხადა დონდუამ.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ე.წ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×