რეზონანსი
17.05.2017

 საპატრიარქოს მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ,თბილისში აქციები 5 ადგილას იმართება.სასულიერო პირები, მრევლი და საზოგადოების ნაწილი ფილარმონიასთან, ვარდების მოედანზე, ოპერასთან, პარლამენტთან და პუშკინის სკვერთან შეიკრიბა.

სასულიერო პირები მთავრობის კანცელარიასთან ინგოროყვას ქუჩის მხრიდან მივიდნენ, თუმცა ტერიტორია პოლიციელებს აქვთ შემოსაზღვრული და მათ ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლეს.

9 აპრილის ქუჩაზე სასულიერო პირებთან ერთად ე.წ. ოჯახის სიწმინდის დამცველებიც არიან. მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე ლგბტ თემის წარმომადგენლებს აღლუმის გამართვის უფლებას არ მისცემენ.სასულიერო პირები აქციების პარალელურად გადაიხდიან პარაკლისს, გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

13:00 საათზე დაიწყება მსვლელობა ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს. ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღე პატრიარქმა 2014 წელს დააწესა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×