სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    04.05.2017

     ავსტრალიაში, კვინსლენდის შტატში, სასამართლომ 40 წლის რეინ ტაიდენი შეურაცხადად გამოაცხადა და 8 ბავშვის მკვლელობისთვის ციხეში არ ჩასვა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.

    ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებით, ქალს შიზოფრენიის მძიმე ფორმა აქვს. ექიმები აღნიშნავენ, რომ ტაიდენის ფსიქიკური მდგომარეობა მასობრივი მკვლელობიდან რამდენიმე თვით ადრე მყისიერად გაუარესდა.

    შემთხვევა 2014 წლის დეკემბერში მოხდა. დაღუპულთა შორის მისი ოთხი ვაჟი, სამი ქალიშვილი და ერთი დისშვილია. ბავშვები 2-დან 14 წლამდე ასაკის იყვნენ.

    „მას ჩიტების ხმა ესმოდა, რომლებიც თითქოს ეუბნებოდნენ მოეკლა ბავშვები, რათა ისინი გადაერჩინა" , - განაცხადა სასამართლოს ფსიქიატრმა ჯეინ ფილიპსმა.

    მისმა კოლეგამ ფრენკ ვარგესმა კი დაამატა, რომ მკვლელს „აპოკალიპტური ბოდვის" დიაგნოზი აქვს. „ეს უნიკალური და საშინელი შემთხვევაა. არაფერი მსგავსი მანამდე არ მინახავს", - თქვა ექიმმა ვარგესმა.

    რეინ ტაიდენი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო კლინიკაში გადაიყვანეს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×