სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.04.2017

     „breitbart.com" -ის ცნობით, მადრიდის „რეალის" მწვრთნელის, ზიდანის გუშინდელ მოწოდებაზე, რომ მეორე ტურში ფრანგებმა მარინ ლე პენს მხარი არ დაუჭირონ, თავად „ნაციონალური ფრონტის" ლიდერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ:

    „ზინედინ ზიდანს შეუძლია ფეხბურთთან დაკავშირებით საზოგადოებას რჩევები მისცეს, ის ფეხბურთში ნამდვილად კარგია, ეს უნდა ვთქვათ, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკას, არ ვარ დარწმუნებული" .

    საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზინედინ ზიდანმა გუშინ განაცხადა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაქსიმალურად თავი უნდა აარიდონ „ეროვნული ფრონტის" ლიდერის მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი ამომრჩეველთა ხმების 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    jaba   (29.04.2017)
    zidanma an gareka an dafrtxa.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×