სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    28.04.2017

     მიმდინარე წლის ივლისში 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტის რეალიზაცია დაიწყება. მონეტა იაპონიის ზარაფხანაში დამზადდება და მიმოქცევაში სულ 1500 ცალი იქნება. მონეტის სარეალიზაციო ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

    2017 წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო საპატიო სტუმარი იქნება, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ქართულ კულტურას წარადგენს.

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას.

    „ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციასა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას" , - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×