სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2017

     აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 16 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. 23:00 საათიდან კი მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

    16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

    თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ დიდუბიდან გაიყვანს, კუკია-მახათასკენ -სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ დელისიდან, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან, ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×