რეზონანსი
12.04.2017

 გამოცემა „Süddeutsche Zeitung"-ის ინფორმაციით, დორტმუნდში მომხდარი აფეთქების ორი სავარაუდო ორგანიზატორიდან, ერთ-ერთი უკვე დააკავეს. პოლიციელებმა ეჭვმიტანილების ბინები გაჩხრიკეს და დაადგინეს, რომ ორივე მათგანი ისლამისტებთან არიან კავშირში.

დაკავებამდე, „The Telegraph"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წერილში, რომელიც აფეთქების ადგილზე იპოვეს, გერმანიის კანცლერი- ანგელა მერკელია ნახსენები. წერილის ავტორები გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელს იმაში ადანაშაულებენ, რომ „მათი ტორნადო ხალიფატის მიწებზე დაქრის".

გუშინდელი აფეთქებისას ერთ-ერთი ფეხბურთელი, „დორტმუნდის ბორუსიას" მცველი, მარკ ბარტრა მსუბუქად დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×