რეზონანსი
12.04.2017

 „Associated Press" ჩატარებული საკუთარი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაეროს მისიის სამშვიდობოები და თანამშრომლები ბოლო 12 წლის განმავლობაში არასრულწლოვნებსა და ქალებზე სექსუალურად ძალადობდნენ.

მათივე ცნობით, ძალადობის ორი ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 23 ქვეყნიდან 300-ზე მეტი პირი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ მონაცემებზე გაეროს ანგარიშშიც არის საუბარი. როგორც სააგენტო აღნიშნავს, მომხდარის შემდეგ, 114 სამშვიდობო სახლში დააბრუნეს, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაუპატიმრებიათ. დადგინდა, რომ გაეროს სამშვიდობო მისიის თანამშრომლები არ შეიძლება მსჯავრდებული იყვნენ ან თავად ორგანიზაციის მიერ დაისაჯონ. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ისინი მხოლოდ იმ ქვეყნის ხელისუფლებამ შეიძლება განსაჯოს, სადაც მისიით იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×