რეზონანსი
12.04.2017

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ინდოეთში ვიზიტისას, ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მეშვეობითაც, საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება. დოკუმენტს ხელი გიორგი გახარიამ და ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა, აშოკ გაჯაპატმა მოაწერეს.

საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა პუნქტებს შორის. საქართველოს მხრიდან დანიშნული ავიაგადამზიდველებისთვის დანიშნულების პუნქტებად განისაზღვრა, მუმბაი, დელი, გოა, ჰაიდარაბადი, ბენგალურუ და ჩენაი .

აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს ავიასაწარმოების დანიშვნას და მათ მიერ ტარიფების დამოუკიდებლად განსაზღვრას, ფრენების სიხშირის ურთიერთშეთანხმებას და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული სტანდარტების შესრულებას, ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების თვალსაზრისით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×