სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.04.2017

     კალიფოორნიის შტატში, სან-ბერნარდინოს სკოლაში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებულმა მამაკაცმა ჯერ სკოლის მასწავლებელი მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას „NBC" ავრცელებს. ინციდენტი „North Park School"-ის კლასში მოხდა.

    ერთ-ერთი მოსწავლე მძიმედ დაიჭრა და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. „CNN"-ის ცნობით, გარდაცვლილი მოსწავლე 8 წლის ჯონათან მარტინესია.

    ინციდენტისას კლასში 15 ბავშვი იმყოფებოდა. სკოლის 500-მდე მოსწავლე ევაკუირებულია. სამართალდამცველების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საფრთხე აღმოფხვრილია.

    ქალაქი სან-ბერნარდინო ღარიბი ქალაქია და ხშირი ძალადობრივი დანაშაულით გამოირჩევა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×