სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.04.2017

     ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. ნარკოპოლიტიკის შეცვლა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა იყო.

    კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, მარიხუანას შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა თითქმის განახევრდეს. არ არის გამორიცხული, ცვლილებები ამჟამად გათვალისწინებულ პატიმრობასაც შეეხოს.

    „ამ ტიპის ნარკოტიკებთან დაკავშირებით მოხდება ცვლილებები. შესაბამისად, 273-ე მუხლზე აღარ იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის წესით არცერთი ის ღონისძიება, რაც იყო დასაშვები" , - განმარტა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

    ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ კანონში დაზუსტება ხდება და ეს მის ლიბერალიზაციას არ ნიშნავს.

    „ძალიან ბევრი ნაბიჯი აქვს ჯერ კიდევ ქვეყანას გადასადგმელი იმისთვის, რომ ზოგადად ნარკოპოლიტიკა იქნას ლიბერალიზებული" , - განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ტუღუშმა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×