სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.04.2017

     ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავიაკომპანია „Unites Airlanes" სკანდალში გაეხვა, როდესაც დაცვის სამსახურმა რამდენიმე მგზავრი ბორტიდან იძულებით გაიყვანა. ამის შესახებ „BBC" ავიაკომპანიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

    4 მგზავრს საკუთარი ადგილი ავიაკომპანიის თანამშრომლებისთვის უნდა დაეთმო.მოხალისეები არ გამოჩნდნენ,ამიტომ დაცვის სამსახურმა გადაწყვიტა ისინი თავად აერჩია.

    ერთ-ერთი მოხალისე წარმოშობით აზიელი ექიმი უნდა ყოფილიყო, რომელიც მეუღლესთან ერთად მიემგზავრებოდა. ექიმს,რომელიც მეორე დღეს სამსახურში უნდა მისულიყო, საკუთარი ადგილის დათმობა არ სურდა და დაცვის თანამშრომლებს არ დაემორჩილა. შემდეგ ის სალონიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

    10 წუთის შემდეგ ექიმი თვითმფრინავზე სისხლიანი სახით დაბრუნდა და განაცხადა: „თუნდაც მომკლან, მე სახლში უნდა წავიდე".

    ავიაკომპანიამ ინციდენტის გამო ბოდიში „twitter"-ის საკუთარ გვერდზე მოიხადა.თვითმფრინავი ჩიკაგოდან ლუისვილში, კენტუკის შტატში მიფრინავდა.

    ინტერნეტსივრცეში ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა,რომელიც ერთ-ერმა მგზავრმა მობილურთ გადაიღო. ვიდეოს 100 ათასზე მეტი მნახველი ჰყავს.

    ჩანაწერის ავტორი სოციალურ ქსელში წერს,რომ ავიაკომპანიამ იმაზე მეტი ბილეთი გაყიდა, ვიდრე ადგილები იყო. ამიტომ მოითხოვეს 4 მოხალისე, რომლებიც საკუთარ ადგილს კომპანიის თანამშრომლებს დაუთმობდნენ, რომლებსაც სამსახურში ეჩქარებოდათ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×