სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.04.2017

     ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი" საფესტივალო კარიერას განაგრძობს. იგი იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალზე 3 პრიზით დაჯილდოვდა.

    „ჩემი ბედნიერი ოჯახი" ფესტივალის საუკეთესო ფილმი გახდა და მთავარი ჯილდო - ოქრის ზეთისხილის ხე გადაეცა.

    ფილმი საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვისაც დააჯილდოვეს და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზიც გადაეცა.

    დაჯილდოვების ცერემონიალს ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ია შუღლიაშვილი, ფრანგ კოპროდიუსერთან, გიომ დე სეისთან ერთად ესწრებოდა.

    ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალი იტალიაში 3-8 აპრილს ჩატარდა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved