სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.04.2017

     ოლიმპიურ კომიტეტში ფიგურულად მოციგურავე მორის ყვითელაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს. ახალგაზრდა სპორტსმენმა ჰელსინკში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მე-13 ადგილი დაიკავა და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ზამთრის 2018 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა.

    22 წლის ყვითელაშვილს ჰელსინკში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა და 24 მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დაიკავა. ზამთრის 2018 წლის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში, 9-25 თებერვლას ჩატარდება.

    „სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენმა შეძლო ლიცენზიის მოპოვება. ზამთრის სახეობების განვითარების კუთხით სპეცილური პროგრამა შევიმუშავეთ და გვჯერა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ოლიმპიელი გვეყოლება" , - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved