სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    (20.03.2017)

     გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების კანონპროეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და კანონპროექტთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. პრეზიდენტი პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის.

    „სააგენტოს დამოუკიდებლობა წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. კანონპროექტში არის გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები" , - განაცხადა მარგველაშვილმა.

    საქართველოს პრეზიდენტმა მის მიერ გამოყენებული ვეტოების ისტორია გაიხსენა და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს ვეტოს დაძლევა შეუძლია, თუმცა, უმრავლესობას ურჩევს შენიშვნები გაითვალისწინონ.

    „ჩვენ გვჯერა, რომ „ქართულ ოცნებას" შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია ახლა დადგა დრო, რომ ყველამ დავიჯეროთ, რომ ვეტო დაძლევადია. დავიწყოთ მუშაობა, რომ უკეთესი კანონები შევქმნათ. შესაძლებელია დრო დადგა, ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენს შენიშვნებს და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა. საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

    კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე.

    უწყების შექმნა 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდა საჭირო. სასამართლომ ფარული მიყურადების განხორციელების საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter