სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.03.2017

     მასობრივი არეულობისა და პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 9 ადამიანს ბათუმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო 9 პირის აღმკვეთ ღონისძიებაზე ორ საათზე მეტ ხანს მსჯელობდა.

    გადაწყვეტილების გამოცხადებას დაკავებულთა ახლობლების ხმაური და პროტესტი მოჰყვა. ისინი არ უარყოფენ მათი ოჯახის წევრების აქციაზე ყოფნას, თუმცა, ამბობენ, რომ მათ დარბევაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

    ბრალდებულთა წინასასამართლო სხდომა 8 მაისს, სხვა დაკავებულებთან ერთად გაიმართება.

    ბათუმში ვითარება 11 მარტს, საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა.

    აქციის მონაწილეებმა ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქციაზე შეკრებილები დაკავებული პირების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter