სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    (20.03.2017)

     დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან იმ ვიდეომასალას ეხმაურება, რომელიც პროკურატურამ მტკიცებულებების სახით გაასაჯაროვა. გიორგი მამალაძის წერილს გაზეთი „კვირის პალიტრა" აქვეყნებს.

    მამა გიორგი მამალაძის მტკიცებით, მას ციანიდი არ შეუძენია. დეკანოზი საზოგადოებას ეკლესიის მიმართ ნდობის დაკარგვისთვის ბოდიშს უხდის.

    „რაც შეეხება სიტყვებს „დასაბრედია", „მარიალზე გასაშვებია", და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი ხუმრობასა და შაყირნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, „მარიაჟობასაც" დავარქმევდი" , - ნათქვამია დეკანოზის წერილში.

    მთავარმა პროკურატურამ „ციანიდის საქმეზე" გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი 8 მარტს გაასაჯაროვა.

    დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter