რეზონანსი
13.02.2017

 გიორგი მარგველაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა იგეგმებოდა.

პრეზიდენტის თქმით, ის სასულიერო პირის დაკავებით შეშფოთებულია. მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქმის ოპერატიულად დასრულება, სახელმწიფოს ინტერესებშია და ამ მიზნით საგამოძიებო უწყებასთან აქტიურად თანამშროლობს.

„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პროკურატურასთან, ვაკვირდებით გამოძიების პროცესს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე" , - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×