სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.02.2017

     თბილისის მერიასთან სიტყვის თავისუფლების დასაცავად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერიასთან მიმდინარე აქციაზე, 13 პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს.

    დემონსტრანტების ნაწილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლა, სადაც აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირი გადაიყვანეს. შსს-ს ოფისთან არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც. პარტიაში აცხადებენ,რომ აქცია დაკავებულების გათავისუფლებამდე არ დაიშლება.

    აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან, „რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვდნენ.

    პროტესტისას, აქციის მონაწილეები თბილისის მერთან შეხვედრის მოთხოვნით, შენობაში შესვლასაც ცდილობდნენ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved