სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.02.2017

     ქარელში,სოფელ ურბნისთან, გარემოვაჭრეებს ქარელის გამგებელი, ზაზა გულიაშვილი შეხვდა. ისინი ავტობანზე ჯებირების აშენებას აპროტესტებენ. გარემოვაჭრეების თქმით, ჯებირების აშენების შემდეგ პროდუქციის გაყიდვას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას, შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

    გამგებელი აცხადებს,რომ მოვაჭრეებს შეუძლიათ, მუშაობა გზის მეორე მხარეს, სოფელ რუისთან ახლადაშენებულ აგრარულ ბაზარში დაიწყონ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ბაზარი ფონდ „ქართუს" დაფინანსებით აშენდა.

    საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ჯებირების მშენებლობას აგრძელებენ. ეს პროცესი რუისში უკვე დასრულდა, სადაც გარევაჭრობა შეწყდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×