რეზონანსი
01.02.2017

 ვუპი გოლდბერგის განცხადებით, ის ტრამპის ადმინისტრაციისა და „თალიბანის" რეჟიმის ღირებულებებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს. 61 წლის მსახიობი პრეზიდენტს მისი შეხედულებების გამო აკრიტიკებს, კონკრეტულად კი ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის მიდგომას რელიგიური საკითხებისადმი, ასევე მედიის წარმომადგენლების და ქალების შეურაცხყოფას. ამის შესახებ ინფორმაციას „Fox news" ავრცელებს.

„ჩვენ გვყავს ლიდერი, რომელიც გამუდმებით ამცირებს ქალებს, სურს გააუქმოს ორგანიზაციები, რომლებიც ქალებს პრობლემებისას ეხმარებიან, მოუწოდებს მედიას,რომ „მოკეტონ", რელიგიის საფუძველზე განსხვავებული მოპყრობის მომხრეა. ის შეღავათებს უწესებს ქრისტიანებს და ივიწყებს სხვა რელიგიების არსებობას. ამ ყველაფრის შემდეგ არის რამე განსხვავება „თალიბანისგან"?-განაცხადა გოლდბერგმა.

„შესაძლოა ადმინისტრაციამ არ დაიწყოს ადამიანების თავის კვეთით, მაგრამ თუ ჩვენ მედიას ვეტყვით, „მოკეტე", განა სხვა რამეს აკეთებს „თალიბანი"? ეს არ არის ამერიკა, მე მინდა ვიკითხო, რა ხდება?-განაცხადა მსახიობმა „the wiew"-სთან ინტერვიუსას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×