რეზონანსი
01.02.2017

 2017 წლის „ევროვიზიის" საბავშვო კონკურსს, საქართველო უმასპინძლებს,. ეს საბავშვო „ევროვიზიის" რიგით მე-15 კონკურსია. ჯერჯერობით უცნობია, რომელ საკონცერტო დარბაზში გაიმართება შოუ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ კონკურსის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება, ძალიან მნიშვნელოვანია. შოუს ტრანსლაცია 50-ზე მეტ ქვეყანაში ხდება და ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით, ეს საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

საბავშვო ფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე, მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა. ამის შემდეგ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა", ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან, 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ შეთავაზება მიიღო.

საქართველომ საბავშვო „ევროვიზიის" სიმღერის კონკურსში, პირველად, 2008 წელს გაიმარჯვა, როდესაც ჯგუფმა „ბზიკებმა" პირველი ადგილი მიიღეს. მეორედ, 2011 წელს, ჯგუფი „Candy" საბავშვო ევროვიზიის ფინალისტი გახდა. მესამე გამარჯვება კი ქვეყანას მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×