რეზონანსი
01.02.2017

 ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპი უახლოვდება ყველაფერ იმას, რაც ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ის უერთდება რადიკალურ ისლამს,ჩინეთს, რუსეთს. ტუსკის განცხადების შესახებ ინფორმაციას, „nbcnews" ავრცელებს.

დონალდ ტუსკი საკუთარ განცხადებაში ევროპელებს გაერთიანებისკენ და გაძლიერებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ სამი მთავარი კონტინენტური ძალის ბატონობა.

მისი თქმით, ტრამპი ევროპას პროტექციონისტულ სავაჭრო პოლიტიკას სთავაზობს და თავის მხრივ, ევროპამ, ყველაფერი უნდა გააკეთოს,რომ შენარჩუნდეს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები.

დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროპა ბოლო 60 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ევროპას უწევს გაუმკლავდეს, ჯიუტ ჩინეთს, აგრესიულ რუსეთს, განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ქმედებებია.

„ეს ყველაფერი ევროპის მომავალს არაპროგნოზირებადს ხდის, ევროკავშირის დაშლა გამოიწვევს მისი ყოფილი წევრების დამოკიდებულებას სუპერ სახელმწიფოებზე, აშშ-ზე, ჩინეთსა და რუსეთზე. ამიტომ ხისტი და სამაგალითო ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მხოლოდ ერთად ყოფნით შევძლებთ ვიყოთ დამოუკიდებლები"-განაცხადა ტუსკიმ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×