რეზონანსი
01.02.2017

 ირანის პრეზიდენტმა, ამერიკელ კოლეგას, ახალბედა პოლიტიკოსი უწოდა. ჰასან როუჰანმა ეს განცხადება მუსლიმი ერებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებში მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვის გამო გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „reuters"-ი ავრცელებს.

"ის ახალია პოლიტიკაში. სხვა სამყაროდან არის და ეს ახალი გარემოა მისთვის"-განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

როუჰანის განცხადებით, ტრამპს პოლიტიკაში გასარკვევად დიდი დრო დასჭირდება

"ამერიკის შეერთებულ შტატებს ძვირი დაუჯდება, ვიდრე ტრამპი გააცნობიერებს რა ხდება მსოფლიოში",_განაცხადა როუჰანმა.მისივე თქმით, ახლა ერებს შორის კედლების აშენების დრო არ არის.

როგორც ცნობილია, ტრამპმა 7 მუსლიმანური სახელმწიფოს მოქალაქეებსთვის, აშშ-ში მოგზაურობის ამკრძალავ კანონს ხელი პარასკევს მოაწერა. მისი განცხადებით, კანონი ეროვნულ უსაფრთხოებას ემსახურება.

თეირანში ტრამპის განკარგულების საპასუხო გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. ირანში აშშ-ის მოქალაქეებისთვის შესვლა აკრძალეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×