რეზონანსი
01.02.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ოფიციალური ვიზიტი გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა, სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, ევროკავშირთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

გიორგი მღებრიშვილი, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში, გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, ქრისტიან დანიელსონს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ,ელექტრონული დაკვირვებისა და სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო, თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა. მათ შორის არის ერთობლივი მართვის სიმულაციური ცენტრი, რადიოკომუნიკაციის სისტემები, სათვალთვალო კამერები და დოკუმენტების ინსპექტირების აპარატურა.

ევროკავშირის მიერ გადმოცემული აღჭურვილობა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.

სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების უახლესი აპარატურა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 10 სასაზღვრო გამტარ პუნქტში განთავსდება. უწყების განცხადებით, ახალი ტექნიკა დოკუმენტების სიღრმისეულ ექსპერტიზას და ყალბი დოკუმენტების დროულ გამოვლენას შუწყობს ხელს.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×