სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.01.2017

     სოციალურ ქსელ „facebook "-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, ტრამპის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. ის აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებას საკუთარ „facebook" გვერდზე ეხმაურება.

    „როგორც ბევრი თქვენგანი, მეც შეშფოთებული ვარ პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილებებით. უნდა შევინარჩუნოთ ქვეყნის უსაფრთხოება, მაგრამ აქცენტი იმ ადამიანებზე უნდა გავაკეთოთ, რომლებიც საფრთხეს რეალურად ქმნიან. მილიონობით უსაბუთო და დაკარგულმა ადამიანმა დეპორტაციის შიშით არ უნდა იცხოვროს"-ნათქვამია ცუკერბერგის განცხადებაში.

    როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, ეს საკითხი მის ოჯახს პირადადაც ეხება. მისი ბებია და ბაბუა ევროპიდან ჩამოვიდნენ, მეუღლის ოჯახი კი ჩინეთიდან და ვიეტნამიდან არის დევნილი.

    „აშშ იმიგრანტების ქვეყანაა და ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით. ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი დევნილებისთვის და ყველასთვის, ვისაც დახმარება სჭირდება"-განაცხადა „facebook "-ის დამფუძნებელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved