სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.01.2017

     გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი, სამანტა პაუერი, ტრამპის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. ის რუსეთთან ტრამპის მიდგომას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების „დათბობას" ეწინააღმდეგება.

    „დიახ,ამას ობამას ადმინისტრაცია პირველივე ვადისას ცდილობდა, თუმცა 2017 არ არის 2009"-განაცხადა პაუერმა ატლანტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.

    პაუერის თქმით, ახლა განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა, რადგან პრეზიდენტი არა მედვედევი, არამედ ავტორიტარული ლიდერი, ვლადიმერ პუტინია.

    „2009 წელს ყირიმი არ იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული, ამ კონფლიქტმა კი გაამწვავა მდგომარეობა აღმოსავლეთ უკრაინაში"-განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა.

    „ყველა ამერიკელი უნდა წუხდეს, რომ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში, სხვა ქვეყანა ერეოდა. ეს არ არის ლიდერი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. ეს პრივილეგია მხოლოდ ამერიკელებს უნდა ეკუთნოდეთ. რუს სახელმწიფოსთან და რუს ხალხთან ფრთხილად უნდა ვიყოთ"-განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

    დონალდ ტრამპის პოლიტიკას ჰილარი კლინტონიც აკრიტიკებს. ყოფილი სახელმწიფო მდივანი, საკუთარ „twitter"-ის გვერდზე, მიგრანტების შესახებ ტრამპის განკარგულებას ეწინააღმდეგება.

    „ მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამოვიდნენ ქვეყნის მასშტაბით და ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს კონსტიტუციას იცავენ. ჩვენ ეს არ ვართ"-განაცხადა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×