სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.01.2017

     ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის საპასუხოდ, ირანი ქვეყანაში ამერიკის მოქალაქეების შესვლას კრძალავს. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფომ, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას,სააგენტო „Reuters" ავრცელებს.

    ტრამპის ბრძანების მიხედვით, აშშ-ში შესვლა ირანის, ერაყის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეებს აეკრძალათ.

    „მათი მტრული დამოკიდებულებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ ამერიკელ ხალხს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ირანს აშშ-ის შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებაზე, საპასუხო რეაქცია ექნება"-ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    "მუსლიმების ამერიკაში გამგზავრების შეზღუდვა, ირანელი ხალხის და მთლიანად ერის ღია შეურაცხყოფაა"- წერია ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც ირანული მედია ავრცელებს.

    ამ გადაწყვეტილებამდე, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა,განაცხადა, რომ სახელმწიფოებს შორის კედლების შენების დრო არ არის და მსოფლიო სავაჭრო შეთანხმების გაუქმებაც გააკრიტიკა. როუჰანს განცხადებაში ტრამპი არ უხსენებია.

    „კედლების შენების დრო არ არის. დაავიწყდათ, რომ ბერლინის კედელი წლების წინ დაეცა"-განაცხადა როუჰანმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

    „მსოფლიო სავაჭრო შეთანხმების გაუქმება არ დაეხმარება მათ ეკონომიკას, ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებას ნამდვილად არ ემსახურება"-ამის შესახებ ირანის სახელმწიფოს მეთაურმა, თეირანში, ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved