სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.01.2017

     კალიფორნიაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოსაყოფად, ოფიციალური კამპანია დაიწყეს. „calexit"-ის მხარდამჭერებმა, ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად, 180 დღის განმავლობაში, 600 ათასამდე ხელმოწერა უნდა შეაგროვონ.

    კალიფორნიის შტატში ხელმოწერების შეგროვება, 28 იანვარს დაიწყო. ორი დღით ადრე, შტატის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოსახლეობას პროცედურაში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მისცა.

    „Calexit"-ისთვის რეფერენდუმის ჩასატარებლად, შტატის მთლიანი მოსახლეობის 8 %-ის, 585 407 ადამიანის ხმაა საჭირო. თუ ისინი ამას შეძლებენ, 2018 წლის ნოემბერში, კალიფორნიის მოსახლეობა, აშშ-ის კონსტიტუციიდან ორი ნორმის ამოღებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, მათი შტატი აშშ-ის განუყოფელი ნაწილია და მათ ტერიტორიაზე ფუნდამენტური კანონი არის აშშ-ის კონსტიტუცია.

    ინიციატორებმა, პლებისციტის შესახებ აშშ-ის გენერალურ პროკურატურაში შუამდგომლობა, 2016 წლის ნოემბერში მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

    ტრამპმა კალიფორნიის შტატში, მოსახლეობის 31.5% -ის მხარდაჭერა მიიღო. ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, ჰილარი კლინტონმა- 61.5% .

    კალიფორნია ფართობით მესამე და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, აშშ-ის უდიდესი შტატია. აქ 39 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved