სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.01.2017

     რუსთავის „აზოტიდან" 350 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ ცოტა ხნის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, რუსთავის „აზოტი" საქართველოს ბანკის მფლობელობაში გადავიდა და სწორედ საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობამ დაიწყო თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება.

    აქცია-მსვლელობა ჟვანიას მოედნიდან დაიწყო და საქართველოს ბანკთან დასრულდა. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია  და სტუდენტური მოძრაობა შეუერთდა.

    ქარხანაში აცხადებენ, რომ თანამშრომლები არ გაუთავისუფლებიათ და ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობენ.

    აქცია საქართველოს მეტალურგიული საბჭოსა და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

    პროტესტი ხვალაც გაგრძელდება და თანამშრომლები სამსახურში აღდგენას უკვე „რუსთავის აზოტთან" მოითხოვენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved