სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.01.2017

     როგორც კონსტიტუციონალისტმა, კონსტანტინე ჩოკორაიამ, ტეეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, პრეზიდენტის არჩევნების წესის შეცვლაა.

    „ხელისუფლება არც მალავს თავის მოქმედებებს"-განაცხადა ჩოკორაიამ.

    კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შესაძლებელია გადაიხედოს, თუმცა მისი ცვლილება არ არის აუცილებელი.

    „იმ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში და სხვა სახელმწიფოში არსებობს, იქ, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, მთლიანად პარლამენტის დამტკიცებული მთავრობა აკონტროლებს, ხელისუფლებების დამაბალანსებელი როლი პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ის მოსახლეობისგან ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით უნდა იყოს არჩეული"-განაცხადა კონსტიტუციონალისტმა, პირდაპირ ეთერში საუბრისას.

    კონსტანტინე ჩოკორაია პრეზიდენტის როლის გაძლიერებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს ხელისუფლების უზურპაციის შესაძლებლობას.

    „პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა გაძლიერდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციების და სასამართლო ხელისუფლების ფორმირების პროცესში. ასევე პრეზიდენტის როლი უფრო გამოკვეთილი უნდა იყოს საგარეო ურთიერთობებში"-განაცხადა ჩოკორაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved