სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.01.2017

     დონალდ ტრამპის განკარგულების გამო, ირანელი რეჟისორი, ასგარ ფარჰადი, "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებას ვერ შეძლებს.

    რეჟისორის ახალი ნამუშევარი, ამერიკის უმაღლეს კინოაკადემიაზეა წარდგენილი. თუმცა ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო, მას და გადამღებ ჯგუფს შეერთებულ შტატებში არ შეუშვებენ.

    შექმნილი ვითარების გამო, უმაღლესმა კინოაკადემიამ უკვე გამოთქვა შეშფოთება. ტრამპის გადაწყვეტილებას "რასისტული" უწოდა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა, ირანელმა მსახიობმა ტარანე ალიდუსტიმ და აღნიშნა, რომ შოუს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

    ასგარ ფარჰადი ცნობილი ირანელი რეჟისორია, მისმა ნამუშევარმა, „გაყოფა", 2012 წელს აკადემიის ჯილდოც მოიგო.

    დონალდ ტრამპს ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

    "ოსკარის"  89-ე დაჯილდოების ცერემონია 26 თებერვალს გაიმართება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×