
კაცი, ვინც გორში სპეცოპერაციის დროს ცუდად გახდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, 77 წლის ილია ნინოშვილია.
როგორც მეზობლები "ტვ პირველთან" ჰყვებიან, კრიმინალურმა პოლიციამ ჯერ მისი შვილი დააკავა, შემდეგ კი ჭალის დასახლებაში მდებარე ბინაში ჩხრეკაზე ჩავიდა, სადაც მამა დახვდათ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, მის მეორე შვილს დალოდებოდნენ და შემდეგ ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. ამ შელაპარაკების დრო 77 წლის კაცი ცუდად გახდა და რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება სპეცოპერაციას, პრესსამსახურის ცნობით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა რომელი მუხლით, უცნობია.