|

ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან - ეს იყო ძალიან ნაყოფიერი საუბარი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „პრეზიდენტმა პუტინმა მომილოცა მე და შეერთებულ შტატებს დიდი მიღწევა - მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, რაზეც, როგორც მან თქვა, საუკუნეების განმავლობაში ბევრს ოცნებობდა. მე ნამდვილად მჯერა, რომ წარმატება ახლო აღმოსავლეთში დაგვეხმარება მოლაპარაკებებში რუსეთთან და უკრაინასთან ომის დასრულების მიზნით. პრეზიდენტმა პუტინმა მადლობა გადაუხადა პირველ ლედის, მელანია ტრამპს ბავშვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულობისთვის. მან განაცხადა, რომ ეს საქმიანობა გაგრძელდება. ჩვენ ასევე დიდი დრო დავუთმეთ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობაზე საუბარს - როცა უკრაინასთან ომი დასრულდება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. „საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას გაიმართება ჩვენი მაღალი დონის შეხვედრა. შეერთებული შტატების საწყის შეხვედრებს უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული. შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან ერთად შევხვდებით შეთანხმებულ ადგილას - ბუდაპეშტში, უნგრეთში - რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ომის დასრულება. პრეზიდენტ ზელენსკის მე ხვალ შევხვდები, სადაც განვიხილავთ ჩემს საუბარს პრეზიდენტ პუტინთან და სხვა მრავალ საკითხს. მე მჯერა, რომ დღეს სატელეფონო საუბარმა მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა", - დასძინა მან.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|