რეზონანსი
07.10.2025

სელფი მობაილი, ქართულ ბაზარზე პირველად, მოგზაურობის მოყვარულებს სთავაზობს ინოვაციურ, მაქსიმალურად გამარტივებულ სერვისს - Travel eSIM. ნებისმიერი ქსელის მომხმარებელს, მოგზაურობის ახალი გამოცდილებისთვის, ROAMINGPASS.GE -ზე სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია გაიაქტიუროს Travel eSIM-ი და მიიღოს სრულიად უფასო წვდომა Google Maps, WhatsApp და Messenger აპლიკაციებზე, რაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ GB-ებს შეძენილ პაკეტზე. ხსენებული აპლიკაციების მოხმარება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც პაკეტზე ინტერნეტი ამოწურულია.

Travel eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია როგორც მოგზაურობამდე, ისე საზღვარგარეთ ყოფნისას. მოგზაურებისთვის, მათი საჭიროების მიხედვით ხელმისაწვდომია ოთხი სხვადასხვა პაკეტი და ყველა მათგანი მოიცავს უფასო წვდომას Google Maps, WhatsApp და Messenger-ზე:

EuropePass 2GB – ₾15

EuropePass 7GB – ₾40

ContinentalPass 2GB – ₾20

ContinentalPass 7GB – ₾60 

არჩეული პაკეტი მომხმარებელს Travel eSIM-ის შეძენისთანავე ერთვება და 14 დღის განმავლობაში, ან ამოწურვამდე არის აქტიური. გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით, ასევე Apple Pay და Google Pay-ით, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×