რეზონანსი
10.07.2025

„ლელო“ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივას ეთანხმება, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ ის თქვა, რომ „ის არჩევნები არაა, არამედ ისიც, რომ ის რომ არჩევნები არ არის, ამიტომ მონაწილეობა აბსურდია“.

„ლელო“ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივას ეთანხმება, რადგან პრეზიდენტმა არა მხოლოდ ის თქვა, რომ ის არჩევნები არაა, არამედ ისიც, რომ ის რომ არჩევნები არ არის, ამიტომ მონაწილეობა აბსურდია. ხოდა კეთილსინდისიერება გვმართებს ყველას პოზიციის სიცხადეში“, – წერს ელენე ხოშტარია.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად, ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×