რეზონანსი
05.07.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ტეხასში წყალდიდობის შედეგებთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, საშინაო უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი „მალე იქნება“ ტეხასში.

„მელანია და მე ვლოცულობთ ყველა ოჯახისთვის, რომლებიც ამ საშინელმა ტრაგედიამ დააზარალა. ჩვენი მამაცი პირველადი რეაგირების ჯგუფები ადგილზე არიან და აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც საუკეთესოდ შეუძლიათ. ღმერთმა დალოცოს ოჯახები და ღმერთმა დალოცოს ტეხასი“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის ცხრა ბავშვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×